სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზვიად კუპრავა ციხიდან ხვალ გათავისუფლდება

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს.

ის სასჯელს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გამო იხდის.

„როგორც იქნა, დასრულდა ჯოჯოხეთური ცხრა თვე,ძალიან რთული და მძიმე დღეები ჩავაბარეთ წარსულს. მეგობრებო, ხვალ ზვიადი დატოვებს საპატიმროს და ვისაც აქვს სურვილი დახვედრის, ყველას გელოდებით,გლდანის #8 დაწესებულების ეზოში,დილის 09:00 დან 10:00სთ.მდე? ივანიშვილ-გახარიას პირადი პატიმარი ტოვებს საპატიმროს და შემოგვიერთდება ბრძოლის ველზე სადაც წყდება ქვეყნის ბედი. ზვიადი იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ და იბრძოლებს საბოლოო გამარჯვებამდე!!! ბიძინა შენი პირადი პატიმარი ტოვებს საპყრობილეს და ძალიან მალე დანარჩენებიც დატოვებენ და აი მაშინ ბატონო ბიძინა წასულია შენი საქმე!!!შენი დღეები დათვლილია ამქვეყანაში!!!“- წერს კუპტავას მეუღლე ხატია თორდია სოციალურ ქსელში წერს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100