სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მთელი ცხოვრება ჩემი წონის გამო თავს ვგრძნობდი ცალკე რასის წევრად" - ეკუნა ყანჩაველი

"ვოისის" მონაწილე და თავისი ვიდეოებით ცნობილი ეკუნა ყანჩაველი გარეგნობასა და წონასთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

"ესე იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემი წონის გამო თავს ვგრძნობდი ცალკე რასის წევრად,სულ რაღაც არ მომწონდა სულ რაღაცის შეცვლა მინდოდა და რომ ვერ ვცვლიდი უფრო ცუდად მხდიდა ეგ ამბავი,მეცვა 3 ზომით დიდი ტანსაცმელი (ახლაც მაცვია მაგრამ არა წონის დასაფარად,უბრალოდ მომწონს).

ამ ზაფხულს ძალიან დავიკელი (ვდიეტობდი სახეს ვიხევდი ვარჯიშით) და მივხვდი რომ ნელნელა თითქოს ვერეოდი ხალხში,არ ვიყავი ცალკე რასა,თავს ვგრძნობდი სრულყოფილ წევრად,სიცოცხლის მუღამი უფრო მომემატა ,მაგრამ ამ ბოლოდროს თითქმის ავინაზღაურე ეს ჩემი დაკლებული წონა და მივხვდი ერთ რამეს, ბედნიერება არ ყოფილა დაკლებულ კილოგრამებში,არ აქვს მნიშვნელობა 5 კგ თი ნაკლები ხარ თუ მეტი,მთავარია შენ როგორ გრძნობ თავს,შენ თუ გაკმაყოფილებს შენი თავი,შარშან ამ დროს იგივე წონით უბედური ვიყავი,ახლა სარკეში ვიხედები და მეთქი " დემნ გურლ უ ლუკ გუუდ".


სულ მაღიზიანებდა ჩემს სახელის გაგონებაზე ყველას პუტკუნა გოგო რომ წარმოედგინა,მაგრამ მერე მივხვდი რომ ეს მქმნიდა ეკუნად,მართალია ახლაც ვაპირებ ისევ ისეთი მკაცრი რეჟიმის დაცვას,ვარჯიშს,სწორ კვებას,მაგრამ ესეც უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრებისთვის,დანარჩენი თავისით იქნება..

არ არსებობს ცნება " ლამაზია მაგრამ მსუქანია ტო " , სილამაზის სტანდარტები არ არსებობს, ამდენსაც იმიტომ ვწერ რომ ბევრს აქვს მსგავსი პრობლემა რაც მე მქონდა, ბევრი იჩაგრება და სძულდება თავისი თავი ზედმეტი კილოგრამების გამო,თუ არ გაკმაყოფილებთ თავი ეს მარტო ფიზიკურობის ბრალი არ არის,შეცვალეთ თქვენს თავზე დამოკიდებულება,თავი აღიქვით იმაზე მეტად ვიდრე გგონიათ,არ იდიეტოთ არ დაიკლოთ თუ ეს ბედნიერს არ გაგხდით,მაგრამ ეცადეთ იცხოვროთ ჯანსაღად.
ერთი სიტყვით,არანაირი მიზეზის გამო არ წაართვათ საკუთარ თავს ბედნიერების საშუალება.მადლობა", - წერს ეკუნა ყანჩაველი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100