სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“შტურმს” თბილისში 5 ფეხბურთელი დააკლდება

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, 26 ივლისს, თბილისში “ზესტაფონთან” პირველ შეხვედრაში ავსტრიის ჩემპიონ “შტურმს” 5 ფეხბურთელი დააკლდება.

გრაცელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ტრავმების გამო მომავალ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჰარის ბუკვა, ანდრეას ჰოლცი და იაოხიმ შტანდფესტი. დისკვალიფიკაციის გამო თამაშს გამოტოვებს დომინიკ პიურხერი. ასევე, გუნდს ვერ დაეხმარება კრისტიან კლემი. სამაგიეროდ, გუნდის შემადგენლობაში მოხვდნენ ახალწვეულები - მილან დუდიჩი და დარკო ბოდული.

ავსტრიელები თბილისში 2 საათის დაგვიანებით გამოფრინდნენ და 19 საათზე ეროვნულ სტადიონზე ვარჯიშს შეუდგებიან. ნახევარი საათით ადრე კი, მათი თავკაცი ფრანკო ფოდა პრესკონფერენციას გამართავს.

“შტურმის” ვებგვერდი ასევე იუწყება, რომ გრაცელთა რიგებში თითო ყვითელი ბარათი აქვთ კრისტიან გრაცეის, პატრიკ ვოლფს, ფერდინანდ ფელდჰოფერს და სამირ მურატოვიჩს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100