სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის დასკვნითი ფინალური კონცერტი გაიმართება

27 და 28 ივნისს რუსთაველის თეატრში საქართველოს ფოლკლორისეროვნული ფესტივალის პირველი ფინალური კონცერტები გაიმართა.დღეს კი თეატრის დიდი სცენა დასკვნით კონცერტს უმასპინძლებს.

ორი დღის განმავლობაში მაყურებლის წინაშე წარდგნენ ფესტივალის ლაურეატი მონაწილეები: ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ინდივიდუალური შემსრულებლები: I ადგილი - თინა მეითოვი (თბილისი), II ადგილი - ბესიკ ტარიელაძე (შუახევი), III ადგილი - ნატო მუთოშვილი (ახმეტა); სოფლის ავთენტური ჯგუფები: I ადგილი - ამსამბლი "ქალთიდი" (მესტია), II ადგილი - ანსამბლი "ლატალი" (მესტია), III ადგილი - ანსამბლი "ჭვანა" (შუახევი).28 ივნისს კი ფესტივალის მეორე ფინალური კონცერტი გაიმართა, სადაც სადაც მუნიციპალური, საოჯახო და ქორეოგრაფიული ანსამბლები წარსდგნენ.

კონცერტის ბოლოს ჟურის მიერ არჩეული მუნიციპალური, საოჯახო და ქორეოგრაფიული ანსამბლების გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები და სიგელები გადაეცათ.

ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისსამინისტროს მხარდაჭერითა დასაქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითხორციელდება და მიზნად ისახავს ხალხური ხელოვნების პოპულარიზაციას. ძალიან მახარებს ის, რომ ახალგაზრდების ჩართულობა არისძალიან მაღალი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს სფერო ჩვენი ხალხური ხელოვნების სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ახალგაზრდა თაობაში", - აღნიშნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

"დღევანდელი დღე არის ქართული კულტურის ზეიმი, ქართული ფოლკლორის ზეიმი. ნახეთ, როგორ მიიღო ეს ხალხმა, როგორ მიიღო ესქალაქმა. ვფიქრობ, ასეთი ფესტივალები ძალიან ხშირად უნდა ჩატარდეს, რადგან ქართულმა სულმა, ქართულმა გენმა გაიღვიძოს, გაძლიერდესდა გავაკეთოთ იმ საქმის პოპულარიზება, რაც ძალიან გვჭირდება" - განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ.

მნიშვნელოვანია, რომ ფინალურ კონცერტებზე გამარჯვებულ ლაურეატებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები და სიგელები.

ფოლკლორის ერონულ ფესტივალს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ფოლკლორის განვითარებისთვის. ფესტივალის მეორე ტურში არაერთიშემსრულებლის შემოქმედებითი წინსვლის მომსწრენი გავხდით. დიდი იმედი მაქვს, ფინალი კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ფესტივალისლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ სიგელები, პრიზები და ფულადი პრემია,” – ითქვა გუშინ.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში არსებულ მდგომარეობას. იგი ხელს უწყობს ფოლკლორული ანსამბლების, მგალობელთა გუნდების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. ასევე, გამოიცემა DVD ალბომი - "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100