სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი რას წერდა ქალის ცხოვრების სირთულეებზე ჭაბუა ამირეჯიბი

ნაწყვეტი ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან "დათა თუთაშხია"

ქალის გაჩენის დღე დაიქცა, სულ ტანჯვაში და წვალებაში უნდა გაიყვანოს წუთისოფელი უბედურმა. დედაკაციო!

დედა კი, თუ შვილები გეყოლა, მარა კაცად და ადამიანად ვინ მამაძაღლმა ჩაგაგდო, ნეტავი

მუშაობა - ქალს, ორსულობა, შვილების გაჩენა და მათი ზრდა - ქალს.

სატირალში ქალი ტირის, თვარა, კაცი?! კაცი ზის და ღვინოს მიირთმევს, ოხერი. ქორწილში არის და, სანამდე კაცები გამოთრობას ეღირსებიან, ქალი უნდა იჯდეს და იგენის საცოდაობას უყუროს. დედაა, რაფერი აბდლები არიან, რომ დაითვრებიან...

არც ისე უქნია ღმერთს. გამოთვრება კაცი და ქალმა უნდა ატაროს სახლამდე და შინ მისულს, თუ მოგერია, გაგლახავს უსათუოდ.

დავბადებულიყავი კაცად, რა იქნებოდა, ვითომ. რა და, მივყავნდი ცოლს, გამიჩენდა შვილებს, იწვალებდა თვითონ და მე ქე ვიქნებოდი კარგად. არა, თვითნ რომ იწვალებდა, არ ვარგა ეს. აბა, მაშინ რა, თუ იცი? სულ არ შევირთავდი ცოლს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100