სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძველი თაობის ქართველი მოდელები, ახალი თაობის მოდელებს აფასებენ

რა სიტუაციაა ქართული მოდის სფეროში და როგორია ქართველი მოდელების ახალი თაობა? ამ კითხვებს droni.ge-სთან საუბრისას წარმატებულმა ქართველმა მოდელებმა უპასუხეს

მოდელი და სააგენტო „ლუქ მოდელსის“ დამფუძნებელი ნინო ცქიტიშვილი:

ქართველი მოდელი ყოველთვის გამოირჩევა საზღვარგარეთის მოდელებსიგან, განსხვავება შეხედვისთანავე იგრძნობა. ეს გამოწვეულია პირველ რიგში წონით, შემდეგ უნდა ითქვას, რომ ქართველ მოდელებს აკლიათ მოტივაცია, არიან მოდუნებულები, აქვთ სწორი კვების პრობლემა, მოდიან გამოუძინებლები ყოველთვის, როდესაც საზღვარგარეთ წამყვანი სამოდელო სააგენტოს მოდელებს 11საათზე სახლში არყოფნის შემთხვევაში ჯარიმაც კი ეკისრებათ.

ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარადაა, ეს მარტო მოდელების ბრალი არაა რათქმაუნდა, ზოგადად სამოდელო სფეროა მოსაწესრიგებელი საქართველოში. მიუხედავად ამ პრობლემებისა მე შემიძლია დავასახელო მოდელები, რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან. ელენე მახარშვილი, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს სამოდელო ისტორიაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა და ელენე მიწვეულია მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სააგენტოში „IMG”, რომელსაც ფილიალები აქვს: მილანში, პარიზში, ნიუ-იორკში. ასევე მინდა დავსახელო მარიშა ურუშაძე, რომელიც მალე წავა საზღვარგარეთ და ჯერ ვერ დავასახელებ რომელი სააგენტოდან აქვს მოწვევა და კიდევ მაგდა მელიქიშვილი, რომელიც მილანის ერთ-ერთ წამყვან სააგენტოშია მიწვეული. ასევე ჩვენ გვყავს სტამბულში წარმატებული ქართველი მოდელები. მოკლედ შეიძლება ვთვათ, რომ კარგი გოგოები გვყავს, თუმცა, მაინც მინდა ვთქვა, რომ ახლანდელი თაობის ქართველ მოდელებში იმდენი მონდომება და მოტივაცია მაინც არ არის.

მოდელი და სააგენტო „ჯეო-მოდელსის“ დამფუძნებელი თაკო ჩხეიძე:

საერთო ჯამში სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს ქართულ სამოდელო ბიზნესში, მაგრამ არიან ერთეულები, რომლებიც მართლა ძალიან მაგრები არიან და უცხოელებსაც კი აოცებენ, თუმცა საქართველოს სამოდელო ბაზარი, უნდა ითქვას არ არის ათვისებული. მოდელებიც არიან მოდუნებულები, ანუ რისი თქმა მინდა, მათ აკლიათ ვარჯიში, რაც ვფიქრობ მოდელმა უნდა დაიწყოს ადრეული ასაკიდან, სწორი კვება და კიდევ ბევრი რამ.

ხშირად კასტინგს, რომ ვატარებ, მაგალითან ფეშენ-ვიქისთვის, ხშირად მოდიან გოგონები, რომლებიც მომწონს, მაგრამ აქვთ წონის პრობლემა და რომ ვეუბნები, მპასუხობენ: „არაუშავს, ფეშენ-ვიქისთვის დავიკლებ“, ეს არის აბსურდი, როგორ შეიძლება, რომ კონკრეტული ღონისძებისთვის „მოდიოდე“ ფორმაში. მოდელი სულ ფორმაში უნდა იყოს.

იცით რა ხდება, ამ სფეროში კონკურენცია ნაკლებია, არ არის განვითარებული, არ არის მუდმივი ანაზღაურება, ამიტომაც ეს ფაქტორები განაპირობებს ალბათ იმას, რომ ქართველი მოდელები არიან უმოტივაციონი და თავსაც ნაკლებად უვლიან, და რათქმაუნდა ეს გამოიწვევს თავისთავად უცხოურ სტანდარტებთან მკვეთრ განსხვავებას.

ისიც უნდა ითქვას, რომ გვყავს ბევრი კარგი მოდელიც. რაც შეეხება ჩემს თაობას, მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი თაობა უფრო მეტად უვლიდა თავს, უფრო მეტად იხარჯებოდა, მაგრამ მაშინ ალბათ უკეთესი გარემოც იყო შექმნილი სამოდელო სფეროსთვის.

მოდელი და სამოდელო სააგენტო "ფეშენ შარმის" დამფუძნებელი, ლალი ტოტიკაშვილი:

ქართველ მოდელებში არის პირველ რიგში წონის პრობლემა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ძალიან მაგრები არიან. რაც შეეხებათ იმ მოსაზრებას, რომ ქართველ მოდელებს ნაკლები მოტივაცია აქვთ, ეს მართალია და ბუნებრივიცაა, რადგან საზღვარგარეთ მოდელები არიან სულ მუდამ დაკავებულები, იხარჯებიან, იღებენ მაღალ ანაზღაურებას, რაც საქართველოში ასე არ არის, ამიტომაც ეს ყველაფერი ბუნებრივია და განსხვავებაც ამიტომაა თვალშისაცემი.

რაც შეეხება ჩემი დროის ქართველ მოდელებს, ეს კი მართალია, რომ ჩვენ დროს უფრო მეტი ინტერესი გვქონდა ამ სფეროს მიმართ, მოტივაციაც არ გვაკლდა. მინდა აღვნიშნო, რომ მართალია ცოტა მაგრამ მაინც გვყავს ასეთი მოდელები ქართულ სამოდელო სამყაროში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100