სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსულმა სახელისუფლო არხმა სიუჟეტის დროს ერთიანი საქართველოს რუკა გამოიყენა (ვიდეო)

რუსეთის ტელევიზიის პირველმა არხმა საქართველოზე მომზადებული სიუჟეტის დროს გრაფიკულ გამოსახულებად საქართველოს რუკა გამოიყენა, სადაც საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებშია გამოსახული, ხოლო რუსეთის მიერ აღიარებული სეპარატისტული რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ამ რუკაზე ქვეყნის სახელმწიფო საზღვრებშია მოქცეული.

სიუჟეტი, რომელიც რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე გადაიცა, საქართველოს მიერ რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებას ეხებოდა. ამ მასალის გამოქვეყნების დროისთვის სიუჟეტის ზემოთხსენებული გრაფიკა და სიუჟეტს თანდართული ფოტო რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ისევ ისე გამოიყურება, როგორც ეთერში გასვლის დროს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100