სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წინასწარი მონაცემებით, ლატვიაში რუსულ ენას სახელმწიფო სტატუსი არ ექნება

თბილისის დროით 00.00 საათზე ლატვიაში დასრულდა რეფერენდუმი, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, ექნება თუ არა ქვეყანაში სახელმწიფო სტატუსი რუსულ ენას. „ბი-ბი-სის“ ცნობით, მონაწილეთა რიცხვის მიხედვით რეფერენდუმი რეკორდული გამოდგა: მასში მონაწილეობის მისაღებად ქვეყნის მოსახლეობის 69,23% მივიდა, რაც 1 069 759 საარჩევნო ხმის უფლების მქონე ადამიანს შეადგენს.

მსგავსი აქტივობა ლატვიას მხოლოდ 2003 წელს ახსოვს, როცა უნდა გადაწყვეტილიყო ევროკავშირში ქვეყნის შესვლა-არშესვლის საკითხი. მაშინ რეფერენდუმში მონაწილეობა 1 010 906 ამომრჩეველმა მიიღო.

ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, რეფერენდუმში მონაწილე ლატვიელების 80%-ზე მეტი რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების წინააღმდეგია.

რეფერენდუმის შეკითხვა ასე იყო ფორმულირებული: „თქვენ მხარს უჭერთ კანონპროექტს „შესწორებები ლატვიის რესპუბლიკის კონსტიტუციაში“, რომელიც ითვალისწინებს რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას?“. პასუხების დაშვებული ვარიანტები იყო „დიახ“ ან „არა“. რეფერენდუმში მონაწილეობა ქვეყნის მოსახლეობის 69,23%-მა მიიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100