„ერთ დღეში ათეულობით ჯავშანი გაუქმდა“ – რა ვითარებაა თბილისის სასტუმროში ტურისტის დაჭრის შემდეგ
თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს დამფუძნებელი, ირაკლი გვეტაძე ამბობს, რომ პოლონელი ტურიზმის დაჭრამ მნიშვნლოვანი გავლენა მოახდინა ტურისტულ სექტორზე, ვინაიდან ერთი დღის შეჯამებით ათეულობით ჯავშნის გაუქმების ფაქტი დაფიქსირდა.
„მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ გასულა, სამწუხაროდ, არის ჯავშნების გაუქმების პრეცედენტები. ეს იმიტომ, რომ ადამიანები მწვავედ რეაგირებენ მსგავს ფაქტებზე და თავსაც არიდებენ უსაფრთხო და საფრთხის შემცველ მიმართულებებს.
სამწუხაროდ, არც ჩვენ ვართ გამონაკლისი, პირადად ჩვენს შემთხვევაში ათეულობით ჯავშნის გაუქმებასთან გვაქვს საქმე ერთი დღის შეჯამებით.
ეს პროცესი თუ დროულად არ დარეგულირდა და არ ჩაერთვებიან შესაბამისი პირები და უწყებები, რომლებსაც შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეთ, ეს ყველაფერი უფრო კიდევ უარესს შედეგს მოიტანს და კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზარალი გველოდება“, – აღნიშნა სასტუმრო Old Town Mtatsminda-ს დამფუძნებელმა ირაკლი გვეტაძე გადაცემაში „საქმის კურსი“
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს რადიკალური ჯგუფების წარმომადგენელმა პოლონელი ტურისტი დაჭრეს. მამაკაცს გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს და მას ოპერაცია ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქის დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.
კომენტარი