30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
კარგი დღეა მუშაობისა და სერიოზული ჩანაფიქრების განხორციელებისთვის. შეიძლება მიიღოთ პრემია ან ჰონორარი. დღის მანძლზე თავი აარიდეთ კატეგორიულობს და ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც კონცენტრაციას მოითხოვს. სხვადასხვა საქმიან ოპერაციებში წარმატება გელით.
კურო
კარგი დღეა მეგობრული ურთიერთობების აღსადგენად. გამორიცხული არ არის, რომ ახლობელი ადამიანების ქმედებებმა იმედი გაგიცრუოთ. ავტორიტარული და ზეწოლის განხორციელების მქონე ქმედებებისგან თავი შეიკავეთ, თორემ დღის ბოლოს მარტო დარჩებით. ნუ ჩაიდენთ უგუნურ ქმედებებს.
ტყუპები
დღეს სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებთ, სასარგებლო იქნება ჯანმრთლობის გაკაჟების მცდელობა. ნუ მოკიდებთ ხელს სერიოზულ და შრომატევად საქმიანობას. სადილის შემდეგ განწყობა შეგეცვლებათ. მეტად მობილიზებულად იგრძნობთ თავს და საქმეებიც უკეთ წავა. სარფიანია ვალუტის გაყიდვა.
კირჩხიბი
სიზარმაცე გძლევთ, რაც შეიძლება დამღუპველი იყოს ჯანმრთლობისთვის. სახლში მშვიდობა დაისადგურებს. განწყობა და შინაგანი გრძნობა ამაღლებულია. თუ სამსახურს იცვლით, შესაძლოა მალევე იშოვოთ უკეთესი ადგილი. საღამოს ბავშვები წაახალისეთ საინტერესო წიგნით ან ახალი სათამაშოთი.
ლომი
დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.
ქალწული
დღეს იყავით მშვიდი და გაწონასწორებული. საღამოს შეიარეთ სტილისტთან. სპორტული ვარჯიში შეიძება ტრავმის მიღებით დასრულდეს. თქვენი განწყობა გაუმჯობესდება.
სასწორი
დღეს შეიძლება საკუთარი ილუზიებისა და თვითმოტყუების მსხვერპლი გახდეთ. გადაუხადეთ სამაგიერო მათ, ვინც ყოველთვის გეხმარებოდათ. სამსახურში რომ არ დააგვიანოთ მაღვიძარას დაყენება არ დაგავიწყდეთ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიასთან.
მორიელი
დღეს სიამოვნებას მიიღებთ ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვისგან - ასე შეძლებთ დაგროვილი დაძაბულობის მოხსნას. აქტუალური იქნება შემოსავლების გადანაწილება, გადასახადების გადახდა და ა.შ. შთაგონებით სავსე იქნებით. დაეხმარეთ გარშემომყოფებს და ისინი მადლიერნი იქნებიან.
მშვილდოსანი
აქტიური დღეა. ნათსავები დაგეხმარებიან საინტერესო და შემოსავლიან სამსახურში დასაქმდეთ. ფრთხილად იყავით მომწამვლელ ნივთიერებებთან. დაიცავით წამლების დოზები.
თხის რქა
დღეს სჯობს დაისვენოთ: საქმიანობაში წარმატებას ნუ ელით. ნუ გასცემთ დაუფიქრებელ დაპირებებს, ნურც საკუთარ სურვილებს შეეწინააღმდეგებით. კუჭის დაავადებების მქონე პირბემა რაციონიდან უნდა გამორიცხონ მლაშე და ცხარე საკვები. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინეთ.
მერწყული
დღეს შძლებთ სერიოზული საქმის და ჩანაფიქრის განხორციელებას. ყველა საკითხი ძირითადად თქვენს სასარგებლოდ წყდება. თქვენი კომუნიკაბელურობა ხელს შეუწყობს ახლობლებთან და მეგობრებთან კონტაქტს. შესაძლოა ზოგ ადამიანთან ურთიერთობა ჩიხში შევდეს.
თევზები
დღეს ფინანსური დანაკარგი გელით. ყველაფერი თქვენი ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალია. მენიუდან დღეს გამორიცხეთ ხორცი და ჩაანაცვლეთ ბოსტნეულით. გადადეთ ყველა ფინანსური საკითხის მოგვარება, არ მოაწეროთ ხელი დოკუმენტებს. დღეს ბევრი საკითხის მოგვარებას შეძლებთ.
კომენტარი