საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა - გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი
საქართველოში COVID-19-ის 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. განახლებული სტატისტიკა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
სულ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა დადასტურებული.
განახლებული მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელდა კიდევ 69 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა სულ 1 643 შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის - 5 255 ადმიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 836. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსს საქართველოში 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 გუშინ გარდაიცვალა.
კომენტარი