სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გულში ატარებდა ყველა დარდს და არავის უჩვენებდა სისუსტეს. ამ გულმაც ვეღარ გაუძლო ამდენ დატვირთვას" - მამუკა გამყრელიძე ნიკა რურუაზე

"გულში ატარებდა ყველა დარდს და არავის უჩვენებდა სისუსტეს. ამ გულმაც ვეღარ გაუძლო ამდენ დატვირთვას" - აი, რას წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი მამუკა გამყრელიძე ნიკა რურუაზე:

ნიკა რურუა აღარ გვყავს. აღარ გვყავს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, მათ ვისთვისაც ქართული სახელმწიფო არის ცხოვრების კრედო და მიზანი !
წავიდა ადამიანი, რომელსაც სრულიად უანგაროდ, თავდადებულად უყვარდა სამშობლო და მზად იყო მისთვის, ნებისმიერ წუთს თავი გაეწირა. აკი გაწირა კიდეც.
ინტრავერტი ადამიანი იყო. საკუთარ გულში ატარებდა ყველა დარდს და არავის უჩვენებდა სისუსტეს. ამ გულმაც ვეღარ გაუძლო ამდენ დატვირთვას.
წავიდა მაშინ, როცა მართლა ყველაზე საჭირო იყო. მაშინ, როცა გაიარა ცხოვრების ყველანაირი გამოცდა და ახლა, ჯერ კიდევ ახალგაზრდული შემართებით სავსე და ცხოვრებისეული გამოცდილებით დაბრძენებული, მზად იყო ემსახურა ქვეყნისთვის ყველგან სადაც ის იქნებოდა საჭირო.
საშინლად გვატკინე გული ყველას, ჩემო მაგარო კაცო ! მაგარო, ვაჟკაცო და იმედიანო !

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100