28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
წარმატებული დღე ელით ცნობისმოყვარე და კომუნიკაბელურ ნიშნებს. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, გამოცდის ჩასაბარებლად.
კურო
ყური დაუგდეთ უფროსების რჩევას. მოერიდეთ ავანტიურას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, ფულზე თამაშს.
ტყუპი
დაკვირვებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ თაღლით ადამიანებთან ურთიერთობას. მოიმატებს სურვილი, რომ მიაღწიოთ წარმატებას, დაიმსახუროთ გავლენიანი ადამიანის შექება.
კირჩხიბი
გარშემო მყოფები გავლენის ქვეშ მოგაქცევენ. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ დამოუკიდებლად. გაგიმძაფრდებათ ინტერესი მოგზაურობებისა და სულიერი ლიტერატურისადმი.
ლომი
კარგი დღეა კონფერენციების, გამოკითხვების მოსაწყობად. დაგეგმეთ შეხვედრა, რომელიც წარსულში გადაგედოთ. საქმიანი კონტაქტების მიმართ მეტი ყურადღება გმართებთ.
ქალწული
დაკვირვებულად იმოქმედეთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ. ნუ ენდობით საეჭვი პირებს. დახმარება ერთგულ მეგობრებს სთხოვეთ.
სასწორი
იღბალი გწყალობთ და ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. მოსალოდნელია შეხვედრა ძველ მეგობრებთან. მოერიდეთ გაურკვეველ სიტუაციებს.
მორიელი
მეგობრებს აყოლილი სისულელეს ნუ ჩაიდენთ. გული მხოლოდ ერთგულ ადამიანებს გადაუშალეთ. სხვა დღისთვის გადადეთ საყიდლები და ფინანსური ოპერაციები.
მშვილდოსანი
იყავით დაკვირვებული და დაიცავით საკუთარი უფლებები. მეგობრულ გარემოში შეხვდით საქმიან პარტნიორებს. შეიძლება აღადგინოთ ურთიერთობა ძველ ნაცნობებთან.
თხის რქა
ცნობისმოყვარეობის მსხვერპლი გახდებით. სხვების გამო ხშირად მოგიწევთ საქმის გვერდზე გადადება. ნუ აიყვანთ სამსახურში ახალ თანამშრომლებს, საქმე გამოცდილებს გადაუნაწილეთ.
მერწყული
აღადგინეთ კავშირები, განაახლეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. დღეს ცოდნა და გამოცდილება უნდა გაუზიაროთ ბავშვებს. შეიძლება ძველ გეგმებსაც დაუბრუნდეთ.
თევზები
მოერიდეთ ინტრიგებს, საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას. ნუ გაუმხელთ გარშემო მყოფებს საიდუმლოებებსა და თქვენს სისუსტეებს.
კომენტარი