სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკა კიბერშეტევას სამხედრო ძალას დაუპირისპირებს

ვაშინგტონი სამხედრო ძალას გამოიყენებს, თუ აშშ–ს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდება. ამ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. თუმცა, ასეთ რადიკალურ ზომებს, მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც სხვა, დიპლომატიურ, ინფორმაციულ და ეკონომიკურ საშუალებებს ამოწურავს. „ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება ჩვენი ქვეყნის, მოკავშირეების, პარტნიორების და ჩვენი ინტერესების დასაცავად,“ აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ–ს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, უილიამ ლინნის განცხადებით, პენტაგონის კომპიუტერულ სისტემაზე, უცხოური დაზვერვის მიერ რეგულარულად ხორციელდება შეტევა, რამაც, შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლება ისევე უპასუხებს ამ საფრთხეს, როგორც სხვა ნებმისემირი სახის საშიშროებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100