სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კურილიის კუნძულებს ამჯერად რუსეთის ვიცე-პრემიერი ესტუმრა

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები კურილის კუნძულებზე ვიზიტებს განაგრძობენ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შემდეგ კურილის კუნძულებზე ვიცე-პრემიერი  სერგეი ივანოვი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში ივანოვი პორტს და მშენებარე აეროპორტს მოინახულებს.

აღსანიშნავია, რომ რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტები კურილის კუნძულებზე მაინც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ხელისუფლებამ კრემლის არაერთხელ მოუწოდა ნუ გაამწვავებენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო იაპონიამ რამდენიმე თვის წინ რუსეთიდან თავისი ელჩიც კი გაიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100