ინგა გრიგოლია: „ტვ პირველის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა!
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ გადაცემა „რეაქციის“ წამყვანმა ინგა გრიგოლიამ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.
„ჩვენს თანამშრომელს კორონა დაუდასტურდა((((( მისი ინფიცირების წყარო ცნობილია. ესაა ოჯახური კონტაქტი, უკვე დავუკავშირდით ამირან გამყრელიძეს და ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს.იმედია, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება.“, – წერს გრიგოლია.
„ტვ პირველის“ ინფიცირებული თანამშრომელი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის ცოლი ვიკა ბუკიაა, რომელიც ტელევიზიაში პროდიუსერად მუშაობს. მასთან ერთად COVID-19 აღმოაჩნდა მის მეუღლეს, ლევან გოგიჩაიშვილსაც.
კომენტარი