„ავერსსა “ და ,,თბილისის საკრებულოს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, 19 მარტს კომპანია „ავერსსა“ და ,,თბილისის საკრებულოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.
მემორანდუმის თანახმად,
„ავერსი“
იღებს ვალდებულებას, რომ თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც რაიონულ
გამგეობებს მედიკამენტების დახმარებით მიმართავენ კვირის ნებისმიერ დღეს, ავერსის სააფთიაქო
ქსელი მედიკამენტებს შესთავაზებს ფასდაკლების
დღეებში არსებული ფასით.
აღსანიშნავია, ის,
რომ თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის
და სოციალურ საკითხთა კომისია მოქალაქეებისთვის
აღნიშნული შეღავათების დაწესების თხოვნით მოლაპარაკებებს სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან
აწარმოებდა და პირველი იყო კომპანია ავერსი,
რომელიც გამოეხმაურა ამ მეტად მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს და გამოთქვა მზაობა.
„ავერსსა“ და ,,თბილისის საკრებულოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს:
გიორგი ბირბიჩაძემ – თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ
საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ,
გიორგი ტყემალაძემ – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ,
ირაკლი ფურცელაძემ– შპს ,,ავერსი–ფარმას~ გენერალურმა დირექტორმა.
კომენტარი