შთამბეჭდავი ვიდეო - საქართველო რუსების თვალით
მათ ვინც რუსული ენა იცის შეუძლია უბრალოდ ჩართოს ვიდეო და დატკბეს, ხოლო მათთვის ვინც მეზობელი ქვეყნის ენაზე არ საუბრობს, დრონი.ჯი ვიდეოს ტექსტის თარგმანსაც გთავაზობთ.
„მე მინდა გიამბო შენ ერთი ქვეყნის შესახებ.
თუ შენ შეგიძლია წარმოიდგინო სანუკვარი კუთხე, რომელიც დამალულია მსოფლიოსგან მაღალი მთებით და უკიდეგანო მწვანე გორაკებით, იშვიათი სილამაზის მხარე, რომელიც შენ შეგეძლო გენახა მხოლოდ სიზმარში, მაშინ შენ იცი სად ვარ მე.
აქ სხვანაირი ხალხი ცხოვრობს, ისინი აღმერთებენ საკუთარ მთებსა და გორაკებს და არ შეუძლიათ, რომ არ ისაუბრონ ამაზე. ისინი არ ჯდებიან სუფრასთან ღვინის გარეშე, მაგრამ კარგი სადღეგრძელოს გარეშე ღვინო მათ არასაკმარისად ძლიერი ეჩვენებათ. და თუ ისინი იწვებენ სადღეგრძელოს თქმას, მაშინ მათი გაჩერება უკვე შეუძლებელია.
ეს ადამიანები ღვინოს მზით ავსებენ და უნაწილებენ მას საკუთარი ქვეყნის ყველა სტუმარს. ო, დიახ, მათი სტუმართმოყვარეობა უსაზღვროა.
შენ უნდა მოინახულო ეს ყვავილებისა და მთების ქვეყანა, ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია.
მე მინდა გაჩვენო შენ ერთი ქვეყანა, ყვავილებისა და მთების ქვეყანა, ოდესმე შენ მას აუცილებლად ნახავ, და ერთხელ ნახვის შემდეგ აუცილებლად ისევ დაბრუნდები. ამ ქვეყნის სახელია საქართველო“
კომენტარი