სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროვიზიის ნახევარფინალში დღეს, ჯფუფი “Eldrine” მეცხრე ნომრად წარსდგება

ევროვიზია 2011-ის ნახევარფინალზე დღეს, ქართული ჯგუფი Eldrine მეცხრე ნომრად გამოვა და სიმღერას “one more day” შეასრულებს.

ჯგუფი Eldrine ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ საღამოზე მიიღებს მონაწილეობას. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალები – 10 და 12, ხოლო ფინალი – 14 მაისს ქალაქ დიუსელდორფში შედგება.

საქართველო კონკურსში 2007 წლიდან მონაწილეობს. ევროვიზიის კონკურსში წელს 43 ქვეყანის წარმომადგენელი წარსდგება მსოფლიო აუდიტორიის წინაშე.

ევროფესტივალს გერმანია წელს მესამედ უმასპინძლებს. გრანდიოზულ სანახაობას გერმანიამ 1983 წელს მიუნჰენში, ხოლო 1957 წელს ფრანკფურტში უმასპინძლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100