რატომ არ მიაწოდა მერაბიშვილმა გამოძიებას ინფორმაცია გირგვლიანის საქმეზე?
პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა. როგორც მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გირგვლიანის საქმეზე გამომძიებლისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია.
"დაკითხვისას მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აზრი არ აქვს, მისგან რაიმე ინფორმაციის მიწოდებას, რადგან მასზე ხორციელდება პოლიტიკური დევნა და რაც არ უნდა თქვას, მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. შესაბამისად, დაკითხვა დეტალებში არ შესულა", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
მისი ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი ე.წ. მატროსოვის ციხეში გუშინ დაკითხეს. ადვოკატისთვის უცნობია წაუყენებენ თუ არა ბრალს მერაბიშვილს გირგვლიანის საქმეზე. "ის, რომ ბრალი უნდა წაუყენონ არჩილ კბილაშვილმა დააანონსა. სხვა მხრივ, ეს საკიითხი ჩემთვის უცნობია", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
კომენტარი