ზუგდიდის რაიონში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა
ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში ხანძრის გამო მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
60 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში დაიღუპა. რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ხანძარს გადაურჩა მამაკაცის დედა, რომელიც ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა.
ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, დაუდევრობა გახდა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
კომენტარი