სირიაში 30 დემონსტრანტი მოკლეს
სირიაში გუშინ ანტისამთავრობო დემონსტრაციის 30 მონაწილე მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო Associated Press იუწყება.
მათგან 15 ქალაქ ხომსში, 6 – ხამში, 5 კი ლატაკიაში მოკლეს. დაღუპულები არიან სხვა ქალაქებშიც. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დემონსტრანტებს საბრძოლო ტყვიებს ესროდნენ.
"ალ-ჯაზირა" კი უფლებადამცველი ჯგუფის Insan ინფორმაციაზე დაყრდნობით 26 მოკლულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ამასთან, სირიის ინფორმაციის სამინისტროს პრესმდივანმა რიმ ჰადადმა მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის შესახებ უინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მისთვის არაფერია ცნობილი.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ხომსში ჯარისკაცებისა და ოთხი პოლიციელის დაღუპვის შესახებ. სააგენტო შანა-ს ინფორმაციით, ისინი შეიარაღებულმა დამნაშავეებმა ქალაქის შესასვლელში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმისას დახოცეს. სააგენტოს მონაცემებით, 6 მაისს სულ 10 პოლიციელი და ჯარისკაცი მოკლეს.
ბოლო თვენახევრის განმავლობაში სირიაში სულ 580-ზე მეტი სამოქალაქო პირი და 100 სამხედრო მოკლეს.
ინტერპრესნიუსი
კომენტარი