ყველაზე „მობეზრებული“ ვარსკვლავების რეიტინგი
კომპანია E-Poll Market Research-ს მონაცემებით იმ ვარსკვლავთა რეიტინგი შეადგინეს, რომლებმაც ყველაზე მეტად მოაბეზრეს მსოფლიოს თავი. ლიდერი ამ რეიტინგში პერის ჰილტონია, მან გამოკითხულთა 70% დააგროვა.
მსახიობი და მომღერალი პერის ჰილტონი ტაბლოიდების გვერდების მუდმივი სტუმარია. პერისს 19 კინონამუშევარი აქვს, თუმცა წარმატებულ მსახიობს ნამდვილად ვერ უწოდებთ. უფრო მეტიც, ფილმში „ლამაზმანი და მახინჯი“, სადაც მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა, კინოს ცნობილი საიტის IMDB-ს გამოკითხვით კინოს ისტორიაში ყველაზე უვარგის ფილმად არის აღიარებული.
ჰოლივუდის ყველაზე ცუდმა გოგონამ, ლინდსეი ლოჰანმაც ყველას მოაბეზრა თავი. მან რეიტინგის მეორე ადგილი დაიკავა და ხმათა რაოდენობის 61% დააგროვა. ლინდსეი ლოჰანი კიდევ ერთი ცნობილი სახეა ტაბლოდებზე. მასზე ხშირად წერენ ასეთი სათაურებით: ნარკოტიკები კლუბის ტუალეტში, ლინდსეი ლოჰანის გაძარცვული სახლი, მთვრალ მდგომარეობაში საჭესთან მჯდომი ლინდსეი და ყველაზე სკანდალური ამბავი, ლინდსეის რომანი ქალთან.
ახალგაზრდული კომედიების ვარსკვლავი, ლინდსეი ლოჰანი აღიარებულია ყველზე ცუდ მსახიობად, რომელმაც ფილმისთვის „მე ვიცი ვინ მოკლა ბილი“ მიიღო „ოქროს ჟოლო“ რამდენიმე ნომინაციაში ერთდროულად.
დიდმკერდა პამელა ანდერსონი რეიტინგის მესამე ადგილზეა. ხოლო მობეზრების მომენტი არა მკერდის გამო გაუჩნდათ მკითხველებს, არამედ სხვადასხვა სკანდალებისთვის, ქორწილებისთვისა და განქორწინებისთვის.
ხმების 51% ნიკოლ რიჩმა დააგროვა. მის ანგარიშზე სულ რამდენიმე სერიალი და უამრავი ფოტოა მოდურ ჟურნალებზე, თუმცა მან უკვე მოახერხა მსოფლიოსთვის თავის მობეზრება.
მერი-ქეით ოლსენმა ხმების 44% დააგროვა. რეიტინგში მერი გაცილებით წინა რიგებშია თავის ტყუპის ცალისგან, ეშლისგან განსხვავებით, იმიტომ, რომ 2008 წელს მან მედიის ყურადღება ჰიტ ლენჯერთან ურთიერთობით მიიპყრო. გარდა ამისა ოლსენი ეჭვმიტანილი იყო ნარკოტიკების გამოყენებაში და საერთო ჯამში ცნობილი გახდა „მაწანცალა ჰოპპის“ სახელით.
ოლსენზე 1% პროცენტით ნაკლები ხმა კიმ კარდაშიანმა დააგროვა. ისევე როგორც რეიტინგის სხვა წარმომადგენლები, იგი კლუბებისა და გასართობი ადგილების მუდმივი სტუმარია.
სიაში ერთადერთი მამაკაცი ტომ კრუზია, რომელმაც ხმების 39% დააგროვა. ადრე უმრავლესობა მის ღიმილზე გიჟდებოდა, ახლა კი ვარსკვლავი ცნობილია როგორც ცუდი მეოჯახე და მამა, ამიტომაც მოხვდა ამ რეიტინგში.
ხმათა 37% ეშლი ოლსენმა დააგროვა. მას გაცილებით წყნარი ცხორება აქვს, დისგან განსხვავებით. ყურადღებას მხოლოდ ქორწინების მოლოდინითა და ტანსაცმლის ახალი კოლექციებით იპყრობს.
ჯესიკა სიმპსონმა არა მარტო ხმების 36% დააგროვა, არამედ იგივე რაოდენობის კილოგრამები. იგი ცდილობს სამსახიობო ხაზით დაიკავოს რეიტინგში ადგილები, თუმცა წარუმატებელი მსახიობების სიაში უფრო უმართლებს.
ჯესიკა სიმპსონმა არა მარტო ხმების 36% დააგროვა, არამედ იგივე რაოდენობის კილოგრამები. იგი ცდილობს სამსახიობო ხაზით დაიკავოს რეიტინგში ადგილები, თუმცა წარუმატებელი მსახიობების სიაში უფრო უმართლებს.
33% მაჩვენებლით ათეულს კრავს ჯეიმი ლინ სპირსი, ბრიტნი სპირსის უმცროსი და. მისმა ადრეულმა ფეხმძიმობის ფაქტმა ხალხის ყურადღება საკმაოდ მიიპყრო.
კომენტარი