ბრიტნი სპირსმა დედობის უფლება დაიბრუნა
ლოს-ანჯელესის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრიტნი სპირსმა დედობის უფლება დაიბრუნა. ამ გზით, მას შეეძლება შვილებთან ერთად კვირაში სამი დღის გატარება.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ, ყოფილ ცოლ-ქმარს შორის განუწყვეტელ დავას წერტილი დაუსვა. ბრიტნის ოჯახის დანგრევის შემდეგ, 2007-2008 წლებში ძლიერი დეპრესია ჰქონდა, რაც შვილებთან განშორების მიზეზი გახდა. ამ დროისათვის კი კანონმა სპირსი სრულფასოვან ადამიანად მიიჩნია, რომელსაც შვილების აღზრდა შეუძლია.
„იგი სიხარულისგან მეცხრე ცაზეა. ახლა მას უფრო მეტი დროის გატარება შეეძლება შვილებთან ერთად. უკანასკნელი წლების განმავლობაში, მთელი მისი ძალა და შესაძლებლობები ამ უფლების მოსაპოვებლად ბრძოლაში იხარჯებოდა.“ - განაცხადა მომღერლის ადვოკატმა.
კომენტარი