არ გააჩერო ანაკლია
გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა აქცია-კონცერტი, სახელწოდებით - "არ გააჩერო ანაკლია".
აქციის ორგანიზატორების თქმით, მთავარი მიზანია, გაგრძელდეს ის დაწყებული მშენებლობები და პროექტები, რომლებიც ამჟამად შეჩერებულია.
"ანაკლიის განვითარება იქნება სამეგრელოს განვითარების ქვაკუთხედი და აქ ბევრი ადამიანი დასაქმდება", - აცხადებენ ორგანიზატორები.
კონცერტში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა უანგაროდ მიიღეს მონაწილეობა. აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "სამეგრელოს ახალგაზრდების საინიციატივო ცენტრია".
კომენტარი