ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით! – რა ინფორმაციას ავრცელებს ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ინდური შტამი ჯერჯერობით საქართველოში არ ცირკულირებს, ხოლო რომელი შტამებიც ქვეყანაშია მათზე არსებული ვაქცინები სრულად მოქმედებს.
მისი თქმით, ინდურ შტამთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუმცა აჟიოტაჟის საფუძველი არ გვაქვს.
„ინდურ შტამთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამიტომაც საქართველომ და მთელმა რიგმა ქვეყნებმა დააწესეს შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებები ინდოეთიდან მომავალ მგზავრებზე, მაგრამ, ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი. ინდოეთში ჯერ არ იციან, ეს შტამი პრევალირებს, თუ იგივე ბრიტანული შტამია, რომელიც ყველგან ცირკულირებს დღეს, მათ შორის ჩვენთან დღეს თითქმის სულ ბრიტანული შტამია, ისევე როგორც ევროპაში და ყველა ეს შტამი ჯერჯერობით ემორჩილება იმ ვაქცინებს, რომლებიც დღეს ადმინისტრირდება, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები ეფექტურობით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარი