სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს მარტივად მოახერხებთ უსიამოვნო, სტრესული სიტუაციიდან თავის დაღწევას, თუმცა მაინც, დღის ბოლოს ეცადეთ მეტად დაისვენოთ და თქვენთვის კომფორტულ ადამიანებთან გაატაროთ მეტი დრო.

კურო

სანამ რაიმე სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებთ კარგად გაიაზრეთ მოსალოდნელი შედეგების დადებითი და უარყოფითი მხარეები, დააზუსტეთ რამდენად გამართლებულია თქვენი ესა თუ ის ნაბიჯი.

ტყუპები

არის ალბათობა უფროსობასთან გარკვეულმა სირთულეებმა და გაუგებრობებმა იჩნოს თავი, ამიტომ სამსახურში იყავით მეტად წინდახედული და თავი შეიკავეთ საკუთარი თავის წარმოჩენისგან.

კირჩხიბი

დღევანდელი დღე ამაღლებულ განწყობას მოგიტანთ, რაც განპირობებულია თქვენს მიერ არჩეული მიმართულების უპირატესობაში, შანსი გაქვთ კარიერულ სფეროში დიდი ნახტომი გააკეთოთ.

ლომი

დღეს ეცადეთ თქვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოთ, მეტი სითამამე თავდაჯერებულობა და საკუთარი ძალების რწმენა გჭირდებათ. ღირსების წარმოჩენა კარგ სამსახურს გაგიწევთ საქმიან პარტნიორებთან.

ქალწული

„შვიდჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით“! ნუ აჩქარდებით, თქვენ აუცილებლად გაუმკლავდებით თქვენს გეგმებს, შესაძლოა დროში ყველაფერი ცოტა გაჭიანურდეს, მაგრამ კარგი შედეგი ამად ღირს.

სასწორი

ყოველი წამოწყება წარმატების მომტანი იქნება, შეგიძლიათ მოიძიოთ ახალი სამსახური, შეგიძლიათ თავად წამოიწყოთ თქვენი საქმე, ზოგადად თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების დრო დადგა.

მორიელი

არ მოდუნდეთ, არ შეანელოთ საქმიანი ტემპი, მიზანდასახულობა და შემართება დაგეხმარებათ სასიკეთო შედეგების მიღებაში პრაქტიკულად ყველა პროექტსა თუ მოლაპარაკებისას.

მშვილდოსანი

მიუხედავად დაკისრებული საქმის სირთულისა თქვენ შეგიძლიათ თავი გაართვათ დავალებას, უფრო მოკლე ვადებში დაასრულოთ საქმეები და უფრო ხარისხიანი შედეგიც დადოთ.

თხის რქა

შესაძლოა დადგეთ არჩევანის წინაშე, პირადი ცხოვრება ან კარიერა, მიუხედავად თქვენი მოხერხებულობისა ნუ შეეცადებით მარტივად დაიძვრინოთ თავი, გააკეთეთ სწორი და გონივრული არჩევანი.

მერწყული

უარი არ თქვათ შემოთავაზებულ წინადადებაზე, თქვენს საქმიანობაში მალე სასიკეთო ცვლილებების ტალღა აგორდება, თქვენი შრომა კი უფრო მრავალმხრივი და ნაყოფიერი იქნება.

თევზები

შეეცადეთ მიმდინარე მოვლენებს თქვენთვის სასურველი მიმართულება მისცეთ. ეს ცვლილებები დიდი ალბათობით წარმატებას მოგიტანთ, თქვენი თვითშეფასება კი ერთი-ორად ამაღლდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100