სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა გავლენას ახდენს მშობიარობა ქალის ტვინზე?

მშობიარობის შემდეგ ქალის ტვინში ცვლილებები ხდება. აღნიშნული დასკვნა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ გამოიტანეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სწორედ მშობიარობის შემდეგ ხდება ქალის ტვინის იმ ნაწილის უფრო მეტად გააქტიურება, რომელიც რაციონალურად აზროვნებისა და სხვაზე მზრუნველობის ფუნქციებზე აგებს პასუხს.

მეცნიერთა განმარტებით ტვინის იგივე ნაწილი აგებს პასუხს ყნოსვის ფუნქციაზე. მოგეხსენებათ ქალები საკუთარი ახალშობილების სუნს ცნობენ და ეს სწორედ ტვინის ზემოაღნიშნული ნაწილის აქტიურობის მატებითაა გამოწვეული.

ზემოაღნიშნულ კვლევაში 38 ქალი მონაწილეობდა, მათი ნახევარი დედა გახლდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100