მოზარდები, რომლებიც ბრეივიკს გადაურჩნენ (ფოტო)
ალეკსანდრ სანდბერგი, 16 წლის - „22 ივნისიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ საკუთარ თავს რაღაც სხვაზე უნდა ვაიძულო ფიქრი. მუდმივად იმაზე ვფიქრობ, რა უსამართლოდ არის მოწყობილი მსოფლიო და მაინტერესებს შეიძლება თუ არა ამ ყოველივეს გამოსწორება. ახლა ვთვლი, რომ თითქმის დავუბრუნდი ჩვეულ მდგომარეობას. 22 ივლისის ტრაგედია არასდროს განმიხილავს საზოგადოდ, ამიტომ არ ვიხსენებ მას და შედარებით კარგად ვგრძნობ თავს.“
იდა კაროლინა ბროჰომი, 21 წლის - „ჩემთვსი ძალიან რთული იყო ჩემს ქალაქში დაბრუნება, რადგან მე ვიყავი გოგონა რომელმაც უტოიას ტრაგედია იხილა. ხანდახან საკუთარ მოგონებებში ვიკარგები. ვხუჭავ თვალებს და ვიხსენებ იმ დღეს, როცა დავკარგე ადამაინები რომლებიც ძალიან მიყვარდა.“
ეივინდ რინდალენი, 23 წლის - ის რაც დღეს ხდება, გვაიძულებს გვაფიქრებიოს, რომ ის ადამიანი, რომელმაც ბავშვები დახოცა, არასდროს იყო ჩვენი მსგავსი. მაგრამ ის იყო ჩვენხელა, მასაც ისევე უყვარდა სიცოცხე როგორც მათ, ვინც ბრეივიკმა შეიწირა.“
ეირინ კრისტინ კერი, 20 წლის - შემოდგომისთვის ჭრილობები შემიხორცდა, მაგრამ ჩემს გონებაში ჩაბეჭდილ მოგონებებს ვერაფერი მოვუხერხე. ამ საშინელი მოგონებების გამო პირველად დეკემბერში ვიტირე, მანამდე ემოციებს ჩემთვის ვინახავდი, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ მე ამ ყველაფერზე ძლიერი ვარ, მაგრამ ემოციების გამომჟღავნება დამეხმარა და ახლა თავს შედარებით უკეთ ვგრძნობ.“
ჰანი ნესი, 20 წლის - ძალიან კარგად მახსოვს, როგორ დამეცა ლენე მარიას მკვდარი სხეული. იგი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მას სახეზე ღიმილი ჰქონდა შერჩენილი, იგი ისეთი მხიარული იყო, ეს ყოველივე ნათლად მახსოვს, მისი ღიმილი იყო ის, რაც ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებდა, როგორ მჭირდება ახლა ეს ყოველივე.“
ნათია ჩხეტიანი, 23 წლის - „მე და ჩემი მეგობარი პირველად გავცდით საქართველოს საზღვრებს. სკანდინავია ყოველთვის მიზიდავდა - ცდილობდნენ ჩვენთვის მოგზაურაობა გადაეფიქრებინათ, მაგრამ ჩვენ მაინც წავედით. ახლა ჩემი მეგობარი გარდაცვლილია და შესაძლოა მეც არ გადავრჩენილიყავი იმ დღეს. ახლა საკუთარ თავს დიდი ორგანიზმის ნაწილად ვთვლი, რომელიც ჭრილობების შეხორცებას ცდილობს. მსგავსი ერთობის გრძნობა არასდროს განმიცდია.“
კომენტარი