სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი MCC-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის მთავრობას შორის ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა ჰაიდიმ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პირისპირ გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

მთავრობის მეთაურმა დენა ჰაიდის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა, რომ საქართველო იმ ოთხ ქვეყანას შორის არის, რომლებმაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან მეორე კომპაქტი მიიღეს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართა გაფართოებული შეხვედრა, სადაც მხარეებმა მეორე კომპაქტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ კომპაქტი განათლების სფეროს განვითარებისთვის გამოყო.

კომპაქტს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100