სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასტიკი მკვლელობა ბოლნისში - მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს, თვალები დასთხარეს, ყელზე თოკი მოაბეს და ტყეში წაიღეს

სასტიკი მკვლელობა მოხდა ბოლნისის რაიონის სოფელ ქვეშში.

70 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს, ყელზე თოკი მოაბეს და ცხედარი სახლიდან ტყეში წაიღეს. მას თვალები აქვს დათხრილი. ცხედარი ტყეში მწყემსმა, ნახევრად შიშველ მდგომარეობაში იპოვა. სასტიკი მკვლელობა ბოლნისის რაიონში სავარაუდოდ 2 დღის წინ მოხდა. მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა კი ტყის მიმდებარედ იპოვეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე დაათვალიერეს სახლი და ტყეში ის ადგილი, სადაც ცხედარი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100