5 ფაქტი ძილის შესახებ, რომელიც აქამდე არ იცოდით
ძილის კულტურა:
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანების ძილისადმი
დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან - ზოგი მის ნაკლებობას უჩივის,
ზოგს კი შეუძლია გვიანობამდე უშფოთველდ ეძინოს ღრმა ძილით. ინდოეთში იოგის მეშვეობით
წლობით ავარჯიშებენ საკუთარ ორგანიზმს, რათა შეძლონ მოთენთილობის დამარცხება და ზედიზედ
ორი ღამე არ დაიძინონ.
იაპონიაში სულ სხვა ვითარებაა ამ კუთხით - ამ ქვეყანაში
ძილი არა მარტო ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა, არამედ მთელი პროცესი სიამოვნებაზეა აგებული,
ისევე როგორც მეგობრებთან ერთად გასართობად ან კინოში წასვლა. თუ ადამიანი სულიერად
ძლიერია, ის არასდროს დაიძინებს იმიტომ, რომ დაღლილია, მიიჩნევენ, რომ ძილი - ეს დამსახურებული
ჯილდოა დამღლელი დღის შემდეგ. სულაც არ თვლიან, რომ დაძინება დროის ფუჭი ხარჯვაა, პირიქით
- ამტკიცებენ, რომ ძილი პრივილეგიაა, ამიტომ, როგორც კი საშუალება მიეცემათ, იძინებენ
ყველგან, ნებისმიერ დროს.
წინასწარმეტყველური
სიზმრები:
ადამიანთა უმრავლესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს
ნნანახი წინასწარმეტყველური სიზმარი, თუმცა ჯერ კიდევ ვერ ხსნიან, ეს გამძაფრებული
ინტუიციის გამო ხდება თუ ფანტაზიის მოზღვავების შედეგია. ფსიქოლოგები კი ამტკიცებენ,
რომ სიზმარი ქვეცნობიერის სიმბოლოებით დატვირთული გადათამაშებაა. ყველა ის მიღებული
ინფორმაცია, რომელსაც ვიზუალური, სმენითი, თუ სხვა შეგრძნებების ხარჯზე ვიღებთ, ილექება
ტვინში ინტერპრეტირებული კადრებით ვხედავთ ძილის დროს. სიზმრების მიხედვით ადამიანის
ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლაც არის შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგია ბევრად წინ წავიდა,
ყველა მაინც ფროიდს კითხულობს, რადგან სწორედ მას მიიჩნევენ იმ ერთადერთ ადამიანად,
რომელმაც სიზმრის თითოეული გამოვლინება სექსუალური მისწრაფებების ჩაბეჭდილ სურვილებს
დაუკავშირა.
ძილთან დაკავშირებული
რეკორდები:
ინდოელი ვადაკენგარ მუჰამედი 34 წლის ასაკში ძილის დარღვევის
დიაგნოზით დაავადდა და ამის შემდეგ მან კიდევ 46 წელი იცოცხლა და მთელი ეს პერიოდი
აღარასდროს უძინია. მთელ თავისუფალ დროს, როდესაც ყველას ეძინა და მარტო იყო, რელიგიას
უძღვნიდა. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ამ დროში მან ყურანი ზეპირად ისწავლა, რაც
ადასტურებს იმ ფაქტს, რომ უძილობამ ტვინის მუშაობა სულაც არ შეზღუდა.
1876 წელს 14 წლის შვედი მოზარდი კაროლინა ოლსონი სკოლიდან
სახლში დაბრუნებისას ეზოში დაეცა და თავი ძლიერად დაარტყა. კომაში ჩავარდნილი გოგონა
დენის დარტყმის შედეგადაც ვერ გამოფხიზლდა. მან ამ მდგომარეობაში 42 წელი და 42 დღე
გაატარა, მთელი ეს დრო კი კაროლინაზე ჯერ დედა ზრუნავდა, მისი გარდაცვალების შემდეგ
კი მეზობელმა გააგრძელა გოგონაზე ზრუნვა. საბოლოოდ, კაროლინამ 56 წლის ასაკში გაიღვიძა
და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა, 1950 წელს კი 88 წლის ასაკში კი გარდაიცვალა.
ჩვენ იმიტომ არ
გვძინავს, რომ დავისვენოთ:
ადამიანის სხეული მშვენივრად ორგანიზებული მექანიზმია
- სხვადასხვა ინსტიქტებთან ერთად ორიენტირებულია თვითგადარჩენაზე ნებისმიერ სიტუაციაში.
ჩვენ ვისვენებთ მაშინვე, როგორც კი ჰორიზონტალურ პოზაში მოვთავსდებით. ვიძინებთ, რათა
ტვინი დავასვენოთ, თუმცა, რამდენად ისვენებს ის ძილის დროს, ეს სხვა საკითხია. სწორედ
მაშინ იწყება მთელი ქიმიური პროცესები ტვინში, როგორც კი გვეძინება. როდესაც ძილი მოუწესრიგებელი
გვაქვს, მაშინ გვეწყება მთელი რიგი პრობლემები - მეხსიერების დაქვეითება, თავის ტკივილი,
დაღლილობის შეგრძნება, თქვენ წარმოიდგინეთ, სმენითი ჰალუცინაციები და დეჟავუს შეგრძნებაც
კი უძილობისგან არის გამოწვეული. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ საკმარისად არ გვეძინა,
რათა ტვინს შეძლებოდა ძილის დროს კარგად ემუშავა.
24-საათიანი უძილობა კი სხეულს იმაზე ზიანს აყენებს, ვიდრე ალკოჰოლი.
ყველა არსება
ხედავს სიზმარს:
სიზმარს ყველა ასაკის ადამიანი, ჩვილი ბავშვიდან დაწყბული
ღრმა მოხუცამდე დამთავრებული, ყველა სულიერი არსება, ცხოველი თუ ფრინველი ხედავს. სიზმარს
ხედავს დაბადებიდან უსინათლოც კი. მათ კი, რომლებიც ჩივიან, რომ სიზმრის ნახვა არ შეუძლიათ,
გარკვეული ფსიქოლოგიური დარღვევა აქვთ ტვინის იმ უბანში, რომელიც ქვეცნობიერს აკონტროლებს.
კომენტარი