სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში 1 306 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1 306 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 284 პირი იმყოფება.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1 306 მძიმე პაციენტიდან თბილისში 565 პირი მკურნალობს, აჭარაში - 126, იმერეთში - 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი, მათგან თბილისში - 191, აჭარაში - 18, იმერეთში - 17.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 455 846 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 406 475, გარდაიცვალა 6 182 პაციენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100