სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეროვნულმა არქივმა მეცნიერების საერთაშორისო დღე აღნიშნა

მეცნიერების საერთაშორისო დღე - 10 ნოემბერი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგის პროექტის პრეზენტაციით აღნიშნა. პარალელურად, მხოლოდ ერთი დღით გამოიფინა ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერი - IX საუკუნისანბანდიდი სახარება“, რომლის ნახვა დღეს ყველა დაინტერესებულ პირს თავისუფლად შეუძლია.

მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 2001 წელს დაააწესა და ყოველწიურად აღინიშნება.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი: „იუსტიციის სამინისტროსა და ეროვნულ არქივს ჰქონდა უდიდესი პატივი, მობრძანდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ნახა გამოფენილი ხელნაწერი და მასთან ერთად მოვისმინეთ პრეზენტაცია ეროვნული არქივის წლევანდელი წარმატების შესახებ. კერძოდ, ეროვნულ არქივს აქამდე არასოდეს ჰქონია და ჩვენ წელს შევქმენით სამეცნიერო განყოფილება, რომლის მუშაობის შედეგია ახალი პალიმფსესტური ხელნაწერების აღმოჩენა“.

ღონისძიებას დაეწრნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის მერი დავით ნარმანია, სხვა მოწვეული სტუმრები.

„ხელნაწერი, „ანბანდიდი სახარება“, რომელიც დღევანდელი დღის აღსანიშნავად გამოვფინეთ, ჩვენი ერის საგანძურია. ის და სხვა 900-ზე მეტი ხელნაწერი, რომელიც ეროვნულ არქივში ინახება, თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების მიხედვით აღიწერება“, - აღნიშნა თეონა იაშვილმა.

მეცნიერების საერთაშორისო დღე - 10 ნოემბერი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგის პროექტის პრეზენტაციით აღნიშნა. პარალელურად, მხოლოდ ერთი დღით გამოიფინა ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერი - IX საუკუნის „ანბანდიდი სახარება“, რომლის ნახვა დღეს ყველა დაინტერესებულ პირს თავისუფლად შეუძლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100