სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - პენიტენციური სამსახური

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl.

როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ", - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100