7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა, განსაკუთრებით შორეულ მანძილზე. ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს. მოერიდეთ შეცდომებს, გაუგებრობებს საქმეებში, ურთიერთობებში.
კურო
დაკვირვებულად იმოქმედეთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას. მოერიდეთ უადგილო და სხვებისთვის გამაღიზიანებელ ხუმრობას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
ტყუპი
დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას პარტნიორებთან. ნუ დაგეგმავთ სამომავლო საქმეებს. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ ან ბავშვებთან ერთად გაისეირნეთ.
კირჩხიბი
შემოქმედებითად იმოქმედეთ, მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას. ფული მოზომილად ხარჯეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
ლომი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. კარგი დღეა სიტყვით გამოსასვლელად. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
ქალწული
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. ამით გარშემო მყოფების ყურადღებასაც მიიქცევთ და მატერიალურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ.
სასწორი
ურთიერთობაში მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა. ხშირად გაიღიმეთ. საკუთარი საქმეები შეგიძლიათ სხვებს გადააბაროთ და თავად მეტად დაისვენოთ, შემოქმედებითი იდეები განახორციელოთ.
მორიელი
მეტად გამოავლინეთ კრეატიულობა. თუ კრიტიკისგან თავის შეკავება გიჭირთ, იუმორით გააბათილეთ. მოერიდეთ გადატვირთვას. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
მშვილდოსანი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. კარგი დღე ელით მწერალ, მწვრთნელ და სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს.
თხის რქა
თამამი ხართ და დასახული მიზნების განხორციელება არ გაგიჭირდებათ. თქვენი საქმიანობა ფურორს მოახდენს გარშემო მყოფებში. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით გულწრფელი.
მერწყული
იყავით საქმის კურსში და აქტიურად იმოქმედეთ. შეიძლება თქვენი მზრუნველობა დასჭირდეს ბავშვს, საყვარელ ადამიანს. საქმიან პარტნიორთან შეთანხმებულად იმოქმედეთ.
თევზები
გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა. კარგია ვარჯიშის (საღამოობით ისეირნეთ) დაწყება. ცუდ განწყობას შემოქმედებითი იდეების განხორციელებით დაამარცხებთ.
კომენტარი