სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ ფორმულით თქვენ შეძლებთ შეამოწმოთ, რამდენად დიდხანს გასტანს თქვენი ურთიერთობა

ეს ყველაფერი 2014 წელს დაიწყო, როდესაც ცნობილმა გამოცემამ The Telegraph ბრიტანელი მათემატიკოსის „სიყვარულის ფორმულა“ გამოაქვეყნა. ექსპერიმენტში 2000-მა სხვადასხვა ასაკისა და სოციალური სტატუსის ქალმა და კაცმა მიიღო მონაწილეობა. მათ სხვადასხვა კითხვები დაუსვეს და აღმოჩნდა, რომ გამოკითხულ მამაკაცთა 25% წინააღმდეგი იყო მათ მომავალ მეუღლეს ოთხ პარტნიორზე მეტი ჰყოლოდა ქორწინებამდე. დანარჩენები კი უპირატესობას ქალის გამოცდილებას ანიჭებენ და ინტელექტუალური დონე ნაკლებად აინტერესებდათ, თუ კარგი სექსი ექნებოდათ. ისინი ფიქრობენ, რომ ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობისთვის სწორედ კარგი სექსია საჭირო.

ამგვარად, მეცნიერმა შეიმუშავა მათემატიკური ფორმულა, რომლის მიხედვითაც, თქვენ შეძლებთ დაადგინოთ, რამდენად მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობა გექნება:

8 + 5Y - 2P + 9X + 3М + J - 3G - 5 (SM-SF) + I + 1,5C = L

სადაც

Y - იმდენი წელია, რამდენიც სერიოზულ ურთიერთობამდე იცნობდით ერთმანეთს

P - იმ სერიოზული პარტნიორების რაოდენობა, რომლებიც ორივეს ერთად გყავდათ

Х - ხუთბალიანი სისტემით შეფასებული დამოკიდებულება თქვენი პარტნიორის მხრიდან თქვენს მიმართ (თქვენი აზრით).

F - ხუთბალიანი სისტემით შეფასებული ფულის მნიშვნელობა თქვენს ცხოვრებაში

J - ხუთბალიანი სისტემით შეფასებული ორივე პარტნიორის საერთო იუმორის გრძნობა

G - ხუთბალიანი სისტემით შეფასებული ორივე პარტნიორის საერთო გარეგნული მიმზიდველობა

SM და SF - ხუთბალიანი სისტემით შეფასებული რა მნიშვნელობას ანიჭებს მამაკაცი (M) და ქალი (F) სექსს ურთიერთობაში

I - ხუთბალიანი სისტემით, რა მნიშვნელობა ენიჭება ოჯახის წევრებთან კარგ ურთიერთობას ორივე პარტნიორისთვის

C - ხუთბალიანი სისტემით, რა მნიშვნელობა ენიჭება ბავშვებს ოჯახში ორივე მათგანისთვის?

L - წლების რაოდენობა, რომელსაც ერთად გაატარებთ

წარმატებას გისურვებთ რეზულტატში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100