სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთავში პოლიციელის გვამი იპოვეს

რუსთავში, პოლიციის თანამშრომელი, 27 წლის . . გუშინ საღამოს დედამ სახლში გარდაცვლილი ნახა.

მეზობლების თქმით, ახალგაზრდა საწოლში იწვა და დედას ეგონა, რომ შვილს ეძინა. გარდაცვლილს სახეზე ბალიში ჰქონდა დაფარებული და ხელში იარაღი ეკავა. მას ჭრილობა თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

როგორც გარდაცვლილის მეზობლები ყვებიან, ახალგაზრდა რუსთავის პოლიციაში მუშაობდა, მას პოლიციის აკადემია ჰქონდა დამთავრებული, იყო კომანდოს ბატალიონის მებრძოლი.

27 წლის ზ. ნ.-ს მეზობლები დადებითად ახასიათებენ და მომხდარის მიზეზებს ვერ ხსნიან. ისინი ამბობენ, რომ ახალგაზრდა დედასთან ერთად ცხოვრობდა და მას მატერიალური ან სხვა რაიმე პრობლემები არ ჰქონია.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100