სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰოლივუდშიც ტირიან ანუ "აგვისტოს ხუთი დღე" თბილისში

კინოთეატრ „რუსთაველში“ რენი ჰარლინის „აგვისტოს 5 დღის“ საპრემიერო ჩვენების დროს დარბაზში არავინ ცდილობდა ემოციებისა და თვალზე მომდგარი ცრემლის შეკავებას. ამას ისინიც კი არ ცდილან, ვინც თვლიდნენ, რომ სენტიმენტებისგან შორს დგანან. თვითმხილველის პოზიციიდან თუ ვიტყვით, „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერამ კიდევ ერთი - ცრემლნარევი გინების სახეობას დაუდო საფუძველი, ოღონდ, რა თქმა უნდა, გინება ხმადაბალი იყო და, ძირითადად, სტუმრებისგან მოშორებით ისმოდა.

პრემიერიდან გამოსული ქართველები თითქმის ერთხმად ამბობდნენ, რომ ფილმის ყურების დროს ყველაზე მეტად უსუსურობის შეგრძნება სტანჯავდათ, ქალები კი ამბობდნენ, რომ ზოგიერთმა პირველად ინანა ქალად დაბადება, რადგან სწორედ ქალად დაბადების გამო 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისგან, გარკვეულწილად, შეზღუდულები იყვნენ.

ალბათ, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ქართველებმა მხატვრულად მოწოდებული სიმართლის ხელახლა გახსენებაზე იტირეს და იგინეს. თუმცა, როცა დარბაზიდან ჰოლივუდის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი ქალი, შერონ სტოუნიც თვალცრემლიანი გამოვიდა, ყველა მიხვდა, რომ ფილმი კარგი გამოვიდა - ისინიც კი, ვინც საპრემიერო ჩვენებას ვერ დაესწრნენ.

რენი ჰარლინმა განაცხადა, რომ ფილმის ჩვენების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ათასჯერ მაინც ჰქონდა ნანახი, მათ შორის, მუშაობის და მონტაჟის პროცესში - ორჯერ იტირა, ხოლო ენდი გარსიამ განაცხადა, რომ არასდროს დაავიწყდება ადამიანების რეაქცია, რომლებიც ფილმის მსვლელობის დროს იგრძნო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100