რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
ფილარმონიასთან დინამოდან და ვაკის პარკიდან მომავალი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს შეუერთდნენ.
ისინი თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ. ამის გამო რუსთაველის გამზირი მთლიანად გადაკეტილია. თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია.
როგორც ცნობილია ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ფილარმოანიასთან არ შეუერთდა.
ამ წუთებში კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
კომენტარი