სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ილია მეორე: რაც საქართველოში მოხდა სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ სააშკარაოზე არ გამოაქვთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას სტუდენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. პატრიარქის ქადაგებას, მრევლთან ერთად, ერთიანი სტუდენტური გაერთიანებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„რაც ჩვენ ვიხილეთ, ერისა და საქართველოს სირცხვილია, არეულობა ჩვენს ქვეყანაში არ გვაკლია. მე მამაშვილური სიყვარულით მოგმართავთ, არავითარ შემთხვევაში არეულობა არ შეიტანოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს ისედაც არ გვაკლია, პირიქით, სტუდენტებმა ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა და სათნოება დამკვირდეს,“- ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

უწმინდესი იმედოვნებს, რომ სტუდენტები ამ მოწოდებას შეისმენენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ არეულობა არ იყოს.

"არჩევნები უნდა ჩავატაროთ მშვიდ გარემოში. ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე შევინარჩუნოთ პირველ ოქტომბრამდე. რაც გუშინ მოხდა სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ არ გამაქვსთ სააშკარაოზე და ამ მოვლენებს ბოროტად ნუ გამოვიყენებთ,“-ნათქვამია ქადაგებაში.

უწმინდესმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ ზოგიერთებმა შეიძლება ისარგებლობენ შექმნილი მდგომარეობით და არასტაბილური მდგომარეობა შემოიტანონ საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ დღეს 19:00 საათზე, უწმინდესი და უნეტარესი დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში მიბრძანდება და პარაკლისს გადაიხდის, რის შემდეგადაც ერს კურთხევას მისცემს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100