სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როჯერ ფედერერი, რომელიც არცერთ სიაში არ იყო, შვეიცარიელებმა დეპუტატად „აირჩიეს“

როჯერ ფედერერი, რომელიც არ მონაწილეობდა გასულ კვირას შვეიცარიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში არც რომელიმე პარტიის სიით და არც დამოუკიდებელ კანდიდატად, ერთ-ერთი ქალაქის ამომრჩევლებმა დეპუტატად „აირჩიეს“: პატარა ქალაქ ვოლერაუს 132-მა მცხოვრებმა საარჩევნო ბიულეტენში ყველა კანდიდატის გვარი გადახაზა და იქ თანაქალაქელი როჯერ ფედერერის სახელი და გვარი ჩაწერა.

„დიდი მუზარადის“ 16-გზის გამარჯვებულ ჩოგბურთელს ჯერ არ დაუსრულებია სპორტული კარიერა და არც არასდროს გამოუთქვამს პოლიტიკურ სარბიელზე გადანაცვლების სურვილი. მაგრამ იმ კანტონის კანონების თანახმად, რომელშიც ქალაქი შედის, ამომრჩეველს შეუძლია ხმა მისცეს ნებისმიერ მოაქალაქეს, თუ იგი კანტონის საზღვრებში ცხოვრობს. ასე რომ, ამ ქვეყანაში, თეორიულად არსებობს იმის შანსი, რომ სენატორი ან დეპუტატი გახდეს ისიც კი, ვისაც ეს გულში არ გაუვლია...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100