სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გადამაქციე ტელევიზორად"- ბავშვის სურვილი ღმერთს და აცრემლებული მშობლები

დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ბავშვებს დავალებად მისცა დასაწერად თავისუფალი თემა იმის შესახებ, რა უნდოდათ, რომ ღმერთს გაეკეთებინათ მათთვის. საღამოს, როცა ამოწმებდა დავალებებს, იგი ერთ-ერთ თემას გადაეყარა, რამაც ძალიან გაანაწყენა. ამ დროს ემოვიდა მისი ქმარი და დაინახა თუ როგორ ტიროდა.
"რა მოხდა" - ჰკითხა ქმარმა.
"წაიკითხე" - უპასუხა მან და ერთ-ერთი მოსწავლის თემა გაუწოდა.

"ღმერთო, დღეს მე შენ რაღაც განსაკუთრებული მინდა გთხოვო: გადამაქციე ტელევიზორად. მე მინდა მისი ადგილი დავიჭირო. მინდა ისევე ვცხოვრობდე, როგორც ტელევიზორი ჩვენს სახლში. მქონდეს განსაკუთრებული ადგილი და მთელი ოჯახი ჩემს ირგვლივ იკრიბებოდეს. რომ მისმენდნენ და არ მაწყვეტინებდნენ საუბარს, არ სვამდნენ კითხვებს, როცა ვლაპარაკობ. მინდა ვიყო ყურადღების ცენტრში. მინდა მამა ჩემთან ატარებდეს დროს, როცა სახლში დაბრუნდება, თუნდაც დაღლილი. რომ დედა, ჩემი იგნორირების ნაცვლად, ჩემთან მოდიოდეს, როცა მარტო რჩება და მოწყენილია. მინდა, რომ ზოგჯერ მაინც ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გვერდით გადადონ და ჩემთან ერთად გაატარონ დრო. ღმერთო, ბევრს არ გთხოვ.. მინდა ვცხოვრობდე ისე, როგორც ცხოვრობს ნებისმიერი ტელევიზორი."

"საშინელებაა! საწყალიბავშვი!" - თქვა მასწავლებლის წმარმა. - "ასეთი რა მშობლები ჰყავს?!"
"ეს ჩვენი შვილის თემაა.." - უპასუხა აცრემლებულმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100