სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სახლის ეზოსთან მდგომი, მისი დედის სიცოცხლე შეიწირა" - ნანუკა ჟორჟოლიანი

რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიასა და ზოგადად გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს ნანუკა ჟორჟოლიანი და მაიკო კაჭკაჭიშვილი ეხმაურებიან. ჟურნალისტი და მუსიკოსი ამ მხრივ კანონის გამკაცრებას ითხოვენ:
"ერთხელ, უცნობმა გოგომ მომწერა წერილი. დავხმარებოდი პეტიციის გავრცელებაში, რომლითაც ითხოვდა იმ ნასვამი მძღოლის დასჯას, რომელმაც სახლის ეზოსთან მდგომი, მისი დედის სიცოცხლე შეიწირა. მთავარი ტრაგედია ამ ყველაფერში დაზარალებულების ადგილზე მიტოვება იყო. ოჯახის წევრები ფიქრობდნენ ასე, თუმცა ჩემთვის , მთავარი ტრაგედია პეტიციის საჭიროება უფროა. თან შვილის, რომელსაც დედა, ნასვამმა მძღოლმა მოუკლა. მესმის, რომ ავარია ყველას შეიძლება შეემთხვეს და არავინ, არაფრისგან დაზღვეული არაა, მაგრამ ნასვამ მძღოლებზე თუ კანონი არ გამკაცრდა, ამ ქვეყანაში სადაც ღვინის სმა ეროვნული იდენტობის მაჩვენებელი გონიათ, პეტიციების საჭიროება კიდევ უფრო აქტუალური გახდება", - წერს ჟორჟოლიანი.

"რომ დაამატონ საპატრულო ეკიპაჟები და ძალიან გაამკაცრონ სიჩქარის კონტროლი არ შეიძლებაა??? ძალიან ბევრი ახალგაზრდა თუ ხანში შესული ადამიანი ეწირება ამ უმართავ მძღოლებს და სიტუაციას!!! ვიღაცის დაუდევრობის და ახირების გამო რატომ უნდა იღუპებოდეს ოჯახები???? ხვალ ჩემი რიგი დადგება და ასეე !!!" - წერს კაჭკაჭიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100