სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლენინი; აინშტაინი; ნიცშე; ფროიდი... - ცხოვრება „ღმერთის გარეშე“

ფრანსუა მარი არუე (ვოლტერი), ლენინი, კარლ მარქსი, ალბერ აინშტაინი, ნიკოლა ტესლა, კარლ საგანი, რიჩარდ დოვკინსი, სტივენ ჰოკინგი, ჯორჯ კარლინი, ზენონ კოსიდოვსკი, ლეო ტაქსილი, ფრიდრიხ ნიცშე, სიგმუნდ ფროიდიამ ადამიანებს ერთი საერთო აქვთ, ისინი „ღმერთის გარეშე“ ცხოვრობდნენ, ანუ ათეისტები იყვნენ. ურწმუნობა თუ მაღალი ინტელექტის გამოვლინება? - კითხვა რომელიც დღემდე აქტუალურია.

საერთოდ ათეიზმი ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს და ნიშნავს „ღმერთის გარეშე“, ათეისტები არიან ურწმუნოები (გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქართულ ენაში ისინი მოიხსენიებიან ასე და არა უღმერთოები რადგან ეს უფრო ადამიანის ხასიათს გამოხატავს ვიდრე მის რწმენას.)ანუ არ სწამთ რაიმე ზებუნებრივი ძალის, ღმერთის და ა.შ.

ათეიზმი უძველესი დროიდან მოდის და მომდინარეობს, აი მაგალითად პლატონის აპოლოგიაში მელეთოსმა სოკრატეს ღმერთების ურწმუნოება დასწამა.. მაგრამ ადრე ამას ისეთი სავალალო შედეგები არ მოჰყვებოდა როგორც რენესანსის დროინდელ ევროპაში, ამის გამო გამოიგონეს ინკვიზიცია, რათა „ურწმუნოები“ დაესაჯათ რის გამოც ბევრმა გმომგონებელმა თავისი ნამუშევარი ვერ წარმოადგინა, რადგან შიში ჰქონდა, რომ ჯადოქრობას დასწამებდნენ და დაწვავდნენ კოცონზე, ამის მაგალითად ჯორდანო ბრუნო შეგვიძლია მოვიყვანოთ, მან თქვა რომ დედამიწა ბრუნავდა და იყო სფეროსებული, ხოლო ეკლესიამ იგი დაწვა რადგან მათ დოგმა და აქსიომა აზრის საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა ბრუნომ.

ათეიზმი საერთოდ სადისკუსიო თემაა და მისი გარჩევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ამას უბრალო მკითხველი და რელიგიური პირი ვერ გაარკვევს, ამ თემაზე უნდა საუბროდნენ ისეთები ვთქვათ როგორებიცაა რიჩარდ დოვკინსი, ჰოკინგი და ა.შ… რელიგია რომ არ არსებულიყო მისი გამოგონება მოგვიწევდა – ვოლტერი.

არსებობს ბევრი კითხვა თუ რატომ გადავიდა ადამიანი მორწმუნეობიდან ათეიზმამდე“ ღმერთმა პირველ დღეს შექმნა ნათელი, მეოთხე დღეს კი ციური სხეულები მზე, მთვარე და ა.შ, აქ ჩნდება კითხვა რამ გაანათა პირველ დღეს თუ სინათლის მომცემი მნათობი სხეული შეიქმნა მეოთხე დღეს? მაგრამ პასუხი ერთი და იგივეა, დოგმა დოგმა და დოგმა… „იმიტომ რომ ღმერთი ყოვლის შემძლეა“, ეს პასუხი არ არის, რადგან დღეს 21 საუკუნეში ყველაფერს ფაქტი სჭირდება და საბუთი… (ეს კითხვა შეგიძლიათ ნახოთ, დოსტოევსკის ძმებ კარამაზოვებში) … დავსვათ მეორე კითხვა: ბიბლია ითვლის ადამიანების არსებობას და საერთოდ სამყაროს შექმნას 4-5 ათასი წლით.. ახლა კი კითხვა, თუ ბიბლია ითვლის 4-5 ათას წელს, მაშინ 1 800 000 წლის წინ ზეზვა და მზია როგორ არსებობდნენ დმანისში? როგორ არსებობდენ მილიარდობით წლის წინ დინოზაურები? მე თქვენ განახებთ დინოზაურის ნაკვალევს თქვენ ვერ მანახებთ ნოეს ან მოსეს საფლავს და ვერ დამიმტკიცებთ მათ არსებობას. რატომ არ არის ნოე, მოსე აბრაამი სხვა წიგნებში გარდა ბიბლიისა? (ძველი და ახალი აღთქმა) რატომ მაინცდამაინც საღვთო წიგნში?

ან თუ სადმე მოიყვანენ წყაროდ მიუთითებენ ბიბლიას, რატომ?? რატომ არ არის სხვა ამის დამამტკიცებელი საბუთები?.. გალაქტიკა არის უსასრულო, მილიარდობით მზის სისტემაა რომელიც ჩვენ არ ვიცით.. და რატომ არშეიძლება იქ არსებობდეს სიცოცხლე? რასა რომელიც ან ჩვენნაირია ან უფრო განვითარებული და ა.შ… ბიბლია ამბობს რომ ღმერთს არ შეუქმნია სხვაგან სიცოცხლე გარდა დედამიწისა, ქრისტეს დროს არსებობდა 50-მდე ფილოსოფოსი და მწერალი, ხომ შეიძლებოდა მათ ნაწერებში ქრისტე ჩაეწერათ? მაგრამ არცერთის ნაშრომში ქრისტე არ არის შეტანილი როგორც მესია და ღვთის ძე… რაც შეეხება იესო ქრისტეს, ის იყო ძე ღვთისა, რატომ ვამბობთ უფალო იესო ქრისტე? როცა ის მხოლოდ და მხოლოდ ძეა? თუ ძეა გამოდის რომ მამაც ჰყავს და თუ მამაც ჰყავს ანუ პოლითეისტები ვყოფილვართ?? თუ სამივე თვითონაა გამოდის რომ იესო საკუთარი თავის მამაა? თუ ამბობთ რომ იესო სამი ერთშია ანუ მამა ღმერთის თვითონაა და ძეც, აბა ჯვარზე რომ გააკრეს რატომ თქვა: „უფალო შეუნდე არ იციან რას იქმანო“? ანუ ვიღაცას უთხრა ხომ? და ეს აშკარად იყო უფალი ანუ მამამისი.. მოკლკედ დახლართული ისტორიაა..

თუ გადავხედავთ ძველ ეგვიპტოლოგიას და საერთოდ ქრისტიანობამდე რელიგიებს ვნახავთ რომ: ამონ რა-ს ეგვიპტის მზის ღმერთი დაიბადა 25 დეკემბერს, ქალწულისგან, ჰყავდა 12 მოციქული, როცა მოკვდა აღსდგა 3 დღის შემდეგ… ანალოგიური მეორდება სხვა ღმერთებთან.. ატისი, არაგონი(ბერძნული ღმერთები) და ა.შ. ანუ გამოდის რომ ქრისტიანობამდე სხვებსაც დაუწერიათ ანალოგიური ისტორია…

ცნობილი ადამიანების გამონათქვამებ:

სიტყვა ღმერთი ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა ადამიანური სისუსტის ნაყოფი და გამოხატულება. ბიბლიის ამბები პატივსაცემია, თუმცა დღესდღეობით უსარგებლო და ბავშვური – ალბერტ აინშტაინი.

რელიგია რომ არ არსებულიყო მისი გამოგონება მოგვიწევდა – ვოლტერი (ფრანსუა მარი არუე ფრანგი განმანათლებელი).

რწმენა: არ მინდა ვიცოდე რა არის სიმართლე – ფრიდრიხ ნიცშე.

მე დავამტკიცე რომ ღმერთი არ არსებობს მაგრამ ეს მწყინს, რადგან ზოგის მდაბიო ტვინმა ეს ვერ აიტანა – რიჩარდ დოვკინსი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100