კომპანია „არემჯი“ ბუნებრივი აირის მილის გადატანას იწყებს
სამუშაო
არ შეეხება საყდრის-ყაჩაღიანის სადავო ობიექტს
9
ოქტომბერს, 12:00 საათიდან კომპანია „არემჯი გოლდმა“ დაიწყო ბუნებრივი აირის მილის
გადატანა საყდრის-ყაჩაღიანის სალიცენზიო უბანზე. იმისათვის, რომ განხორციელდეს მოსამზადებელი
სამუშაოები #4, #3 და #2 უბნების ასათვისებლად.
ამ მიზნით, საჭირო იქნება ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი აირის მილის მარშუტის შეცვლა
და ახალი მიმართულებით გადატანა.
კომპანია
„არემჯი გოლდი“ აცხადებს, რომ სამუშაოები არ შეეხება საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტს,
რომლის სტატუსის თაობაზე მიმდინარეობს სასამართლო დავა.
კომენტარი