სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აამოქმედეთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და შეიყვანეთ მასში გინტურის მკვლელები - ოპოზიციის რეზოლუცია

ოპოზიცია თამაზ გინტურის მკვლელების დასჯას მოითხოვს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ საჭიროა, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია გაფართოვდეს და ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ოპოზიციას უკვე დაინიცირებული აქვს რეზოლუციაც.

6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ კირბალში მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური და გაიტაცეს ლევან დოთიაშვილი, რაზეც აუცილებელია საქართველოს პარლამენტის, როგორც ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, რეაგირების დაფიქსირება. ჩვენ შევადგინეთ რეზოლუცია, რომელსაც მხარს უჭერს მთელი ოპოზიციური სპექტრი სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჰქონდეს ჯეროვანი რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ამ ჩადენილ დანაშაულზე.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დაუყოვნელივ შეიყვანოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ამ დამნაშავეების სახელები და აამოქმედოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელიც ამ პარლამენტმა მიიღო 2018 წელს, მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება მას არ იყენებს, მათ შორის, არც საერთაშორისო ასპარეზზე იმისთვის, რომ მოხდეს დამნაშავეების დასჯა.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, რომ მიიღოს ოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა იმისთვის, რომ საქართველომ ეფექტურად გაატაროს დეოკუპაციის და მშვიდობის პოლიტიკა, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100