10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღის მთავარი მოთხოვნაა ემოციური სტაბილურობა. კონცენტრაცია გააკეთეთ სამსახურის საქმეებზე, გაგებით მოეკიდეთ ოჯახის წევრებს.
კურო
ნუ ჩაერევით უსარგებლო საუბრებში. შესაძლოა გარშემომყოფებისგან იყოს საკუთარი პრობლემების თქვენთვის თავს მოხვევის მცდელობა. მიხედეთ თქვენს საქმეებს, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე.
ტყუპები
ყურადღება მიაქციეთ გართულებული საკითხების მოგვარებას. ნუ მიიღებთ რადიკალურ ზომებს ურთიერთობებში. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და განწყობაზე.
კირჩხიბი
შეინარჩუნეთ ემოციური სტაბილურობა. სამსახურში თუ სახლში მუშაობით ნუ გადაიტვირთებით, მეტად იაქტიურეთ შემოქმედებითი კუთხით. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას.
ლომი
ამ დღეს იზრუნეთ პირადი და საოჯახო ურთიერთობების დალაგებაზე. აი სამსახურში შეგიძლიათ უფრო აქტიურ პოზიციაში იყოთ.
ქალწული
დღე დაიწყეთ მოტივირებულად, აიმაღლეთ განწყობა სასიამოვნო მუსიკით. დრო თანამოაზრეებთან ან მეგობრებულ გარემოში გაატარეთ.
სასწორი
იზრუნეთ ემოციურ სტაბილურობაზე. სამსახურში შეგიძლიათ ინიციატივაც გამოიჩინოთ, თუმცა ახალი საქმეების წამოწყებისთვის სხვა დღე ჯობია შეარჩიოთ. ყურადღება მიაქციეთ სამყაროსეულ მინიშნებებს.
მორიელი
დღე საკმაოდ მშვიდ და პოზიტიურ ვითარებაში ჩაივლის. მეტად გააანალიზეთ თქვენი დაშვებული შეცდომები, იფიქრეთ სამომავლო ნაბიჯებზე, მეტად დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას.
მშვილდოსანი
გახსოვდეთ, რომ ოპტიმისტური განწყობა წარმატებული დღის საწინდარია. ნუ გაიფუჭებთ ხასიათს წვრილმანი უსიამოვნებებით, იფიქრეთ იმიჯის ცვლაზე.
თხის რქა
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას ასევე იზრუნეთ საკუთარ განწყობაზე. სხვა მხრივ ჯობია ყოფითი და ჩვეული საქმიანობით შემოიფარგლოთ.
მერწყული
გაიხალისეთ განწყობა და იზრუნეთ თქვენი საყვარელი ადამიანების გახარებაზეც. მოაგვარეთ აქამდე გადასაწყვეტი საკითხები.
თევზები
შეიქმენით ფერადი განწყობა. მოინახულეთ ის მეგობრები რომლებთან ურთიერთობაც მეტად გახალისებთ და გმატებთ თავდაჯერებას. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისგან.
კომენტარი