სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს დამსახურებული მოქალაქე სიღატაკეში ცხოვრობს!

იყო დრო, როცა მას მთელი ქვეყანა იცნობდა... მას პატივს სცემდნენ და მის აზრს ითვალისწინებდნენ.

სულიკო ნიქაბაძე სოფელ ფარცხანაყანებში დაიბადა 1939 წელს, სწავლობდა, ჯარში მსახურობდა, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ თამაშობდა ფეხბურთს ქუთაისის „ტორპედოში“. შემდეგ იყო მწვრთნელი და არაერთი კარგი ფეხბურთელი გაუზარდა მშობლიურ მხარეს. 22 წლის განმავლობაში იყო წყალტუბოს სპორტსკოლის დირექტორი, სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა წყალტუბოს ცენტრალური სტადიონი. ბატონმა სულიკომ საინტერესო ცხოვრების გზა განვლო, ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის... ახალგაზრდამ გაითქვა სახელი მაგრამ, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება შემდეგ მის შესახებ ყველამ დაივიწყა.

რამდენიმე წლის წინ მას შემდეგ რაც ბატონ სულიკოს მეუღლე გარდაეცვალა, მან ნერვიულობის ნიადაგზე თვალის ჩინი დაკარგა... ერთადერთი ახლობელი ადამიანი, ვინც მას დარჩა, ეს მისი მოხუცებული დაა, რომელიც გაფანტული სკლეროზის მძიმე ფორმით იტანჯება.

მოხუცები ცდილობენ ერთმანეთზე იზრუნონ, მაგრამ ყოველი დღის გათენება მათთვის ნამდვილი განსაცდელია. ისინი ძლივს გადაადგილდებიან, თავისთვის საჭმელსაც ვერ იმზადებენ. სხედან ასე მთელი დღე, ტირიან, იხსენებენ წარსულს, რა ბედნიერები იყვნენ, რამდენი ადამიანი სტუმრობდა მათ სახლს... ახლა კი დღეები ისე გადის, არავის გაახსენდებათ მოხუცები.

ვინმეს თხოვნით რომ მიმართონ, ერიდებათ, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ დარჩენიათ!

ჩვენს პატარა ქვეყანაში უამრავი ასეთი განადგურებული ადამიანი ცხოვრობს. როდესაც ისინი ჯანმრთელები, ძლიერები და საჭიროები იყვნენ, მათ აფასებდნენ, მაგრამ როგორც კი ისინი დაუძლურდნენ მათ შესახებ ყველამ დაივიწყა.

მეგობრებო, გთხოვთ, წუთით მაინც გადადეთ თქვენი მნიშვნელოვანი საქმეები და ამ მოხუცების ფოტოებს დააკვირდით! მათ ცრემლიან თვალებში უზომო ტკივილსა და სევდას დაინახავთ... სამწუხაროდ ბევრმა დატოვა ეს ქვეყანა სრულ მარტოობასა და ტანჯვაში, ჩვენ კი გვაქვს შანსი ვიზრუნოთ მათზე, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს ჩვენს დახმარებას.

„ადრე მეგონა, რომ ვერაფერს ვასწრებ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, ხოლო, როდესაც მარტოსული და უძლური ხარ, ის უსასრულოდ იწელება. ამას მივეჩვიე, არაფერი არაა მუდმივი, მინდა ცხოვრების ბოლო წლები ღირსეული ადამიანივით ვიცხოვრო და არა ქუჩის მაწანწალა ძაღლივით“

ჩვენ ვერაფერს დავამატებთ, ეს მარტოხელა მოხუცი ადამიანის სულის ამოძახილია! ადამიანის, რომელმაც მთელი ცხოვრება თავის ქვეყანას მიუძღვნა.

თუ მათ მეზობლად ცხოვრობთ და გაქვთ სურვილი მოინახულოთ მოხუცები თქვენ მათ შეუფასებელ დახმარებას გაუწევთ. თუ სახლის დალაგებაში დაეხმარებით ან ცხელ საჭმელს მიუტანთ ამ ორ განწირულ მოხუცს სიკვდილისგან იხსნით!

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სულიკო ნიქაბაძე) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/

ვალდებულები ვართ ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100