სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იულია ტიმოშენკო საკანში თავის ადვოკატს კოცნიდა - ვიდეორგოლის ნამდვილობას ადასტურებენ (ვიდეო)

სამშაბათს ინტერნეტში გავრცელებული სკანდალური ვიდეორგოლის ნამდვილობა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის სახელმწიფო პენიტენციალური სისტემის სამსახურის უფროსის მოადგილემ, სერგეი სიდორენკომ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტჰიტად ქცეული ვიდეორგოლი უკრაინის ექს-პრემიერის, იულია ტიმოშენკოს საკანში, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული. მასში ქალი, რომელიც ტიმოშენკოს ჰგავს, გაჭირვებით გადაადგილების სიმულაციას ახდენს. თავდაპირველად ქალი თავისუფლად გადაადგილდება კამერაში, იხედება სარკეში, იცვლის ფეხსაცმელს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მაშინ, როცა დერეფნიდან საკნის კართან მოახლოებულთა ფეხის ნაბიჯების ხმა ესმის, სასწრაფოდ წვება საწოლში. მოგვიანებით იგივე ქალი ვნებიანად კოცნის მამაკაცს, რომელიც, გავრცელებული ვიდეოს აღწერის მიხედვით, იულია ტიმოშენკოს ადვოკატი და დეპუტატი სერგე ვლასენკოა.

ვიდეორგოლი ინტერნეტში მაშინვე გამოჩნდა, როგორც კი ტიმოშენკოს ადვოკატმა ხმამაღალი განცხადებები გააკეთა საკანში იულია ტიმოშენკოს ცემის შესახებ.

სერგეი ვლასენკო აცხადებს, რომ ვიდეორგოლი ყალბია და იულია ტიმოშენკოსთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს უკრაინულ სააგენტოს, რომელმაც კადრები პირველმა გაავრცელა. თავის მხრივ, გუშინდელ პრესკონფერენციაზე პენიტენციალური სისტემის პასუხისმგებელმა პირმა განაცხადა, რომ თუ იქნება ბრძანება, დაიწყება გამოძიება, რა გზით მოხვდა ვიდეო ინტერნეტში:

„მართალი გითხრათ, თავადაც არ ვიცი ჯერ, ეს როგორ მოხდა და ვიდეო როგორ, რა გზებით გახდა ხელმისაწვდომი, მაგრამ ჩანაწერი რომ ნამდვილია, შემიძლია დავადასტურო“, - განაცხადა სიდორენკომ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100